საცობები ათენის ქუჩებში
საცობები ათენის ქუჩებში
საკმაო მოთმინებით უნდა აღიჭურვონ მძღოლები, რომლებიც დედაქალაქის ქუჩებში აპირებენ გადაადგილებას. საცობებია ათენის ცენტრალურ ქუჩებში და ტრადიციულად დიდი შეფერხებებით მიმდინარეობს გადაადგილება კიფისოსა და ატიკის ქუჩაზე.
კიფისოს ორივე ნაკადში მეტამორფოსის ქუჩიდან პერისტერამდე გადაადგილების დიდი შეფერხებაა. ათენის გამზირზე დაფნიდან დაბალი სიჩქარით გადაადგილდებიან ავტომანქანები. იმავე პრობლემას ვაწყდებით პირეაზეც, პორტისკენ მიმავალ გზაზე.
Facebook Comments Box