საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა
საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა
განგაშის ზარი დაირეკა სახანძრო სამსახურში სისინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა, თუმცა არ იყო ისეთი მძლავრი რომ სწრაფად მოსდებოდა მთელს ბინას, შესაბამისად მეხანძრეებმა მალევე შეძლეს მისი დამორჩილება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Facebook Comments Box