საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში აფეთქება მოხდა
საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში აფეთქება მოხდა
გლიფადაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში უცნობმა პირებმა, რომელთა ვინაობაც გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელია, პატარა გაზის ბალონები დატოვეს, რომლებმაც აფეთქება გამოიწვიეს.
აფეთქება გამთენიისას, 2:45 საათზე მოხდა.
აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც კორპუსის მაცხოვრებლებმა სახანძრო სამსახურის შემთხვევის ადგილზე მისვლამდე მოახერხეს.
ცეცხლმა მატერიალური ზიანი მიაყენა კორპუსის შესასვლელს, თუმცა დროული რეაგირების შედეგად დიდ მასშტაბებს არ მოსდებია.
გამოძიების შედეგად შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია პატარა გაზის ბალონი, ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ბოთლი და შუშხუნა.
მიმდინარეობს გამოძიება როგორც დამნაშავეების, ასევე დამნაშავეების სამიზნის ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box