საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა
საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა
ცეცხლის ალში გაეხვა შაბათს საღამოს დორიდოსში, კერძოდ კუკურაში მდებარე სახლი.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა 10 მეხანძრე 5 სახანძრო მანქანით.
NafpaktiaNews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სახლში 65 წლის კაცი მის 95 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. საბედნიეროდ ცეცხლმოკიდებული სახლიდან დედა-შვილმა ბოლო წამს მოახერხა გამოსვლა.
პრევენციული ანალიზების ჩასატარებლად დედა-შვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box