საწვავის ჩასხმის მცდელობისას 65 წლის კაცი ცეცხლის ალში გაეხვა
საწვავის ჩასხმის მცდელობისას 65 წლის კაცი ცეცხლის ალში გაეხვა
სხეულზე მიყენებული მძიმე დამწვრობებით გადაიყვანეს საავადმყოფოში 65 წლის კაცი, რომელიც ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
neakriti.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა დიდი შაბათის საღამოს მოხდა, როცა დაშავებულმა მის სამიწათმოქმედო მანქანაში საწვავის ჩასხმა სცადა. უეცრად საწვავი აალდა და როგორც მანქანას, ისევე კაცს მოედო ცეცხლი.
დაშავებულს დამწვარი აქვს როგორც სხეული ასევე სახის არეც.
ექიმები აცხადებენ რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
Facebook Comments Box