Latest news
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სპეციალური მედიკამენტების შეძენას დღეიდან უბნის აფთიაქებშიც ... ბოლო 2 კვირის განმავლობაში 33 ემიგრანტს შეუჩერდა პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსი სალონიკი: 500 000-ზე მეტ ლაღანას გამოაცხობენ სუფთა ორშაბათისთვის  ვიანნოში მომხდარი შოკისმომგვრელი მკვლელობის დეტალები ვრცელდება დააკავეს 65 წლის კაცი, რომელმაც ნასვამ მდგომაროებაში ცოლზე იძალადა და ოჯახის ძაღლი მოკლა ძლიერი წვიმა, ქარი და აფრიკული მტვერი საბერძნეთში პატრა: პატარები კარნავალს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ ათენი: ძლიერი ქარების გამო ხეები მიწიდან ძირფესვიანად მოწყდა აფრიკული მტვერი: აკროპოლი ბურუსმა მოიცვა ლუცა: განადგურებულები ვართ - აცხადებს 15 წლის მძღოლის დედა
ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სახელმწიფო უნივერსიტეტების ადმინისტრაციებმა სტუდენტების გარიცხვის პროცედურები დაიწყეს

სახელმწიფო უნივერსიტეტების ადმინისტრაციებმა სტუდენტების გარიცხვის პროცედურები დაიწყეს

საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2017 წლამდე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ დაუმთავრებიათ, დღეიდან, 31 დეკემბრიდან ავტომატურად წაიშლებიან სტუდენტთა სიებიდან.

აღნიშნული ღონისძიებები ეხებათ სტუდენტებს, რომელიც ჩაირიცხნენ 4 წლიან საბაკალავრო პროგრამებზე და არ აკმაყოფილებენ წინაპირობებს სწავლის გაგრძელებისთვის. 

საუბარია 220 000-ზე მეტ სტუდენტზე.

უფრო კონკრეტულად კი გაირიცხებიან ის სტუდენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს კურსების 70%-ის ჩაბარება ამ დრომდე. 

2026 წლიდან დაიწყება სტუდენტების გარიცხვა, რომლებიც ჩაირიცხნენ 5 და 6 წლიან საბაკალავრო პროგრამებზე 2016 და 2015 წლამდე.

განათლების მინისტრმა სოფია ზახარაკიმ განაცხადა, რომ 35 000-მა სტუდენტმა ოფიციალურად მოითხოვა სწავლის გახანგრძლივების შესაძლებლობა და მათ მიეცათ მეორე შანსი უნივერსიტეტის დასასრულებლად, ხოლო 280 000 სტუდენტი კი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებით გაირიცხება უნივერსიტეტიდან.

“არაჩვეულებრივად მესმის რომ ნებისმიერი ცვლილება ასეთ სენსიტიურ საკითხებში განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქმე არ გვაქვს სადამსჯელო ღონისძიებებთან, არამედ თანამედროვე, სამართლიან და ფუნქციონალურ ჩარევაზე, რომელიც წესრიგს დაამყარებს შესაძლებლობების ჩამორთმევის გარეშე.” – აცხადებს განათლების მინისტრი. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *