სეზონისთვის შეუსაბამოდ თბილი ამინდები იანვრის ბოლომდე გასტანს
სეზონისთვის შეუსაბამოდ თბილი ამინდები იანვრის ბოლომდე გასტანს
ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლით ჩაივლის დარჩენილი იანვარი სრულიად საბერძეთის მასშტაბით.
ქვეყნის უმეტეს ნაწილში ზამთრის მეორე თვის გატარება საგაზაფხულო ამინდებით უწევს საბერძნეთის მოსახლეობას.
საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად მომდევნო 1 კვირის დღის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი ზამთრის სუსხის ატმოსფეროში დაბრუნება.
როგორც სინოპტიკოსი პანაიოტის იანოპულოსი აცხადებს დედაქალაქში ბარომეტრი 18 გრადუსს მიაღწევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 40 წლის განმავლობაში ელენიკოს სადგურზე იანვრის თვის საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელი 13,6 გრადუსი იყო, ხოლო 2025 წლის იანვრის თვე კი 16,5 გრადუსზე მეტს აჩვენებს. აღნიშნული საშუალო ტემპერატურა საბერძნეთში მარტის თვისთვისაა დამახასიათებელი და არა ზამთრის სეზონისთვის.