სელი: ცოცხალი იპოვეს 23 წლის ბიჭი, რომელიც სათხილამურო კურორტზე გაუჩინარდა
სელი: ცოცხალი იპოვეს 23 წლის ბიჭი, რომელიც სათხილამურო კურორტზე გაუჩინარდა
იმათიაში მდებარე სათხილამურო კურორტ სელიში გაუჩინარებული 23 წლის პანაიოტისი ცოცხალია.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ორშაბათს შუადღეს გაუჩინარდა.
სათხილამურო ცენტრის წარმომადგენელმა ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-სთან საუბრისას განაცხადა: “კურორტის ყველა სახიფათო ზონა დავათვალიერეთ. აშკარაა, რომ სათხილამურო ცენტრიდან მოშორებით წავიდა. შესაბამისად ივარაუდება, რომ ან ცენტრისგან მოშორებით არის დაშავებული, ან რომელიმე ხეზე დაეცა სრიალისას.”
ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა ვერმიოში იპოვეს.
დეტალებს სახანძრო-სამაშველო სამსახურში ადგილზე მისვლის შემდეგ გაავრცელებს.
Facebook Comments Box