სერესზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა
სერესზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა
გადარჩენითვის იბრძვის 15 წლის ბიჭი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა.
საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაშავებულის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება გახდა საჭირო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ავტოსაგზაო შემთვევა დღეს დილით, 09:00 საათზე პოდიზმენუ-ირაკლიას გზაზე მოხდა ირაკლიას მუნიციპალიტეტში.
ავტომანქანა, რომელსაც 15 წლის ბიჭი მართავდა, გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გზიდან გადავარდა და განათების ბოძს შეეჯახა.
ავტომანქანის მძღოლი, სამ არასრულწლოვან მგზავრთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 15 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა დანარჩენი 3 მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.