Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

სერესი: მიმდინარეობს გამოძიება 34 წლის ბიჭის მკვლელების დასაკავებლად

სერესი: მიმდინარეობს გამოძიება 34 წლის ბიჭის მკვლელების დასაკავებლად

ტრაგიკული დასაწყისი ჰქონდა ახალ წელს 34 წლის ბიჭის ოჯახისთვის, რომელიც ახალ წელს გამთენიისას სერესის ცენტრში მოკლეს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანხმად გარდაცვლილის მეუღლე მათ მესამე შვილზეა ორსულად.

ტრაგიკული შემთხვევა გამტენიის 05:საათზე, კერკირას ქუჩაზე მოხდა. 34 წლის ბიჭს მის მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში შესვლა უნდოდა, თუმცა კლუბის შესასვლელში მდგომმა ერთ-ერთმა მკვლელობის თანამონაწილემ უარი განუცხადა ახალგაზრებს კლუბში შესვლაზე. სწორედ უარი გახდა შელაპარაკების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა შელაპარაკება მაშინვე არ გადაზრდილა ჩხუბში. 34 წლის ბიჭი და მისი მეგობრები შელაპარაკების მეორე მხარეს კლუბის დაკეტვის შემდეგ შეხვდნენ. ახალგაზრდას ორი ჭრილობა მიაყენეს ბასრი იარაღით ნეკნებისა და საზარდულის არეში. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დამნაშავეებიდან ერთ-ერთმა ჰაერში ხუთჯერ გაისროლა. 

მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილის საავადმყოფოში გადაყვანა დროულად მოხდა, ექიმებმა მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 4 ბოროტმოქმედიდან პოლიციამ 2 უკვე დააკავა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *