სერიოზული სტატიკური პრობლემების გამო ათენის ოლიმპიური სპორტული ცენტრი დაიხურა
სერიოზული სტატიკური პრობლემების გამო, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკის აქტივების განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, ათენის ოლიმპიური სპორტული ცენტრი და ველობილიკი დაიხურა.
გადაწყვეტილება ქვეყნის უდიდესი სტადიონის დახურვის შესახებ, რომელიც მაპინძლობდა 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებს, მთავრობამ მიიღო მას შემდეგ, რაც გამოვლინდა მისი სახურავის სტაბილურობასთან დაკავშირებული უზარმაზარი პრობლემა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ცენტრალური სტადიონის სახურავისა და ველობილიკის ლითონის კონსტრუქციები არ აკმაყოფილებს სტატიკური მდგრადობის კანონით დაშვებულ ნორმებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით დღეიდან ცენტრალურ სტადიონსა და ველობილიკზე ყველა სპორტული და კულტურული აქტივობა შეჩერებულია.
Facebook Comments Box