Latest news
ან კანონმდებლობა შეიცვლება, ან მოგვიწევს საფლავები ვითვალოთ  პოლიციაში ათობით საჩივარია შესული ქალზე, რომელიც მძღოლებს თანხას სძალავს, იმ მიზეზით რომ ბენზინი გაუ... ირაკლიო: დღეს 3 წლის ანგელოს ბიოლოგიურ მამას გამომძიებელი დაკითხავს განრისხებულმა ახალგაზრდამ ავტობუსის მძღოლს სახეში მუშტი ჩაარტყა - ჩხუბის მიზეზი ავტობუსის დაბალი სიჩ... ორეოკასტრო: 2 წლის ბავშვს რკინის ჭიშკარი დაეცა საბერძნეთი: ტემპერატრის მკვეთრი ვარდნა და ძლიერი ქარები ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი მძიმედ დაშავდა რეთიმნო: კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ძაღლი დაიწვა პატრა: 10 წლის ბიჭი სახლში უკანონოდ შეჭრის მცდელობისას აივნიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა ნავპლიო: ციხეში ატეხილი ჩხუბის შედეგად 5 პატიმარი დაშავდა
სამშაბათი, აპრილი 29, 2025
საბერძნეთიUncategorized

სიგრუ: Hellenic Train-ის ოფისების წინ ბომბი აფეთქდა – ვისგან შევიდა პოლიციაში გამაფრთხილებელი ზარი

სიგრუ: Hellenic Train-ის ოფისების წინ ბომბი აფეთქდა – ვისგან შევიდა პოლიციაში გამაფრთხილებელი ზარი

21:30 საათზე სიგრუს გამზირზე, Hellenic Train-ის ოფისების წინ დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ბომბის მექანიზმი უცნობი წარმომავლობისაა, პრესისთვის ასევე უცნობია თუ რა მასშტაბის ზიანი დადგა აფეთქების შედეგად. თუმცა პირველადი შეფასების შედეგად ჩანს, რომ მექანიზმი დიდი სიმძლავრის არ იყო.

ბომბის მექანიზმი და მისი დამონტაჟების მეთოდოლოგია გასულ თებერვალს სტადიუს ქუჩაზე მდებარე შრომის სამინისტროს წინ დამონტაჟებულ ბომბს წააგავს.

გამვლელთა და ადგილობრივ მოსახლეთა უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია და მიმდებარე ტერიტორიას იცავს პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უცნობმა პირმა 20:53 საათზე პოლიციაში ზარი განახორციელა და განაცხადა, რომ Hellenic Train-ის მიმდებარედ ბომბი იყო დამონტაჟებული: “ბომბი აფეთქდება 35-40 წუთში” – ამ შინაარსის შემცველი იყო ზარი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *