სიმი: თვალზე ცრემლ მომდგარი ოპერატორის პირველი კომენტარი მოსლეის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ
სიმი: თვალზე ცრემლ მომდგარი ოპერატორის პირველი კომენტარი მოსლეის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ
ოპერატორი ანტონის მისტილოღლუ, რომელმაც გაუჩინარებული ბრიტანელი რეპორტიორის ცხედარი აღმოაჩინა, მომხდარზე საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ოპერატორი სიმის მერთან, ლეფტერის პაპაკალოდუკასთან და სხვა ჟურნალისტებთან ერთად გასული იყო სამძებრო სამუშაოების ტერიტორიის დასათვალიერებლად. ტერიტორიის გადაღებისას კი ოპერატორის კამერამ 67 წლის BBC-ს რეპორტიორის ცხედარი დააფიქსირა.
“ძალიან ვწუხვარ რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც ცხედარი აღმოაჩინა. მთელი გულით ვწუხვარ, რომ უკეთესი ამბავის შეტყობინება ვერ შევძელი საზოგადოებისთვის.” – განაცხადა ოპერატორმა, რომელიც ინტერვიუს მიცემის დროს ცრემლებს ვერ იკავებდა.
Facebook Comments Box