სიმი: მოკალი, ჯანდაბაშიც წასულა! – შოკისმომგვრელი მიმოწერა 13 წლის გოგონასთან
სიმი: მოკალი, ჯანდაბაშიც წასულა! – შოკისმომგვრელი მიმოწერა 13 წლის გოგონასთან
შოკისმომგვრელია შეტყობინებები, რომლებიც 13 წლის გოგონას საქმის მასალებიდან ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონას მის 15 წლის შეყვარებულთან ერთად ბრალი ედება ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.
რამდენადაც ირკვევა წყვილს კერძო კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი მათი გეგმა.
dimokratiki.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეთანხმების ტექსტი 13 წლის გოგონას შედგენილი იყო, ხოლო მისი შეყვარებული კი ხელს აწერდა.
როგორც ხელშეკრულებიდან ჩანს არასრულწლოვნები რამდენიმე მკვლელეობის ხერხს განიხილავდნენ.
არასრულწლოვანთა პროკურორის მიერ გაცემული ბრძანების თანახმად 15 წლის ბიჭი სალონიკში, ფსიქიატრიულ კლინიკაში ფსიქო-ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს.
შოკის მომგვრელია მიმოწერა, რომელიც სოც.მედიაში ვრცელდება:
15 წლის: თავიდანვე გეთქვა რომ არ გინდოდა.
13 წლის: შენ მითხარი მოვწამლოთო და მეც დაგთანხმდი, მჯეროდა რომ მოკვდებოდა.
15 წლის: არა, მომატყუე..
13 წლის: არ ვიცოდი რომ ვერ შევძლებდი..
15 წლის: ეგრევე უნდა გეთქვა.. რატომ დაიფიცე რომ მოკლავდი?
13 წლის: კი, დავიფიცე, მაგრამ შემდეგ გითხარი რომ ა რ შ ე მ ი ძ ლ ი ა
15 წლის: თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ ის კი არ უნდა გეთქვა რომ დღესაც ვცვდი, ვნახოთ რა გამოვა.. უნდა გეთქვა გავჩერდეთო
13 წლის: ნუ მადანაშაულებ მხოლოდ მე
15 წლის: შენ ასეც და ისეც გინდა რომ მოკვდე, ჩემთვის ოდესმე გიკითხავს თუ მინდა რამეს მივაღწიო მომავალში? შენ ციხეში არ წახვალ.. ახლა უკვე გვიანია
13 წლის: შემეშვი, ცოტა დავმშვიდდე..
15 წლის: არ არსებობს გამოსავალი.. მოკალი, ჯანდაბაშიც წასულა.