Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

სიმი: 13 წლის გოგონას საქმის ახალი შოკის მომგვრელი დეტალები ვრცელდება

სიმი: 13 წლის გოგონას საქმის ახალი შოკის მომგვრელი დეტალები ვრცელდება

შოკისმომგვრელია შეტყობინებები, რომლებიც 13 წლის გოგონას საქმის მასალებიდან ვრცელდება. 

შეგახსენებთ, რომ 13 წლის გოგონას მის 15 წლის შეყვარებულთან ერთად ბრალი ედება ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის.

რამდენადაც ირკვევა წყვილს კერძო კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი მათი გეგმა.

როგორც ხელშეკრულებიდან ჩანს არასრულწლოვნები რამდენიმე მკვლელეობის ხერხს განიხილავდნენ.

გოგონა 15 წლის ბიჭის მიერ გაცემულ განკარგულებებს მიყვებოდა. ბიჭი დანაშაულის ორგანიზატორი, ხოლო გოგონა კი შემსრულებელი იყო.

შოკის მომგვრელია მიმოწერა, რომელიც სოც.მედიაში ვრცელდება:

13 წლის გოგონა: ვერ შევძელი.. რომ მომეკლა ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა.
15 წლიწ ბიჭი: ვიცი..
13 წლის გოგონა: უფრო მარტივი გზა უნდა ვიპოვით. მამა შუადღეს გადის სახლიდან.
15 წლიწ ბიჭი: კარგი.
13 წლის გოგონა: ჯერ ერთს მივხედავ და მერე მეორეს, როცა დაბრუნდება სახლში.
15 წლიწ ბიჭი: არაფერსაც არ იზამ.
13 წლის გოგონა: ვიზამ, მაგრამ ისე არა როგორც გითხარი. რთულია პირველი გეგმა.
15 წლიწ ბიჭი: თუ ამას გააკეთებ უნდა მივიღო რამენაირად.
13 წლის გოგონა: ძალას მოვიკრებ რომ დანა დავარტყა.
15 წლიწ ბიჭი: კარგი, მიყვარხარ.
13 წლის გოგონა: მეც მიყვარხარ.
15 წლიწ ბიჭი: რომ მორჩები მომწერე, მანამდე ფლეისთეიშენზე ვითამაშებ.
13 წლის გოგონა: კარგი, რომ დაიძინებს ვეცდები..

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *