სიროს: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის თვითმფრინავით ათენში გადმოყვანა გახდა საჭირო
სიროს: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის თვითმფრინავით ათენში გადმოყვანა გახდა საჭირო
20 აგვისტოს საღამოს კუნძულ სიროსზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მგზავრი მძიმედ დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა კინიდან დელფინისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
cyclades24.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანა მოტოციკლეტს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად ქალი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა მეგობართან ერთად, მძიმედ დაშავდა.
დაშავებული საწყის ეტაპზე სიროსის გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ტრავმების სიმძიმის გამო ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს პაციენტის ათენში გადაყვანა.
დაშავებული დედაქალაქში თვითმფრინავით გადაიყვანეს და ამჟამად ნიკეას საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
Facebook Comments Box
