Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთი

სისხლიანი დაპირისპირება ლუცაში-დაღუპულია ექვსი ადამიანი

უპრეცედენტო დანაშაული მოხდა გუშინ ლუცაში. არიონოს და აკროპოლეოს ქუჩების კვეთაზე მოულოდნელად სროლა დაიწყო. შეტაკების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ეს იყო ანგარიშსწორება ორი განსხვავებული ბანდის წევრებს შორის. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, სისხლიანი ანგარიშსწორების ბრძანება ალბანური მაფიის ლიდერების მიერ ციხიდან გაიცა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილებს ყალბი პასპორტები ჰქონდათ, ხოლო ერთ მანქანას ყალბი გერმანული ნომრები ჰქონდა მიმაგრებული.

ატიკის უშიშროების სამსახურის სისხლის სამართლის დანაშაულის განყოფილების თანამშრომლები მკვლელობის დამკვეთების და უშუალოდ შემსრულებლების ვინაობის დადგენაზე მუშაობენ, რომლებიც ასევე ავტომანქანით და მოტოციკლეტით გადაადგილდებოდნენ და დანაშაულის ადგილიდან დაუყოვნებლივ გაუჩინარდნენ.

მკვლელობის მსხვერპლთაგან ხუთი გერმანულ სანომრე ნიშნიან მანქანაში იპოვეს, ხოლო მეექვსე მამაკაცი მანქანის გვერდით სასიკვდილოდ დაჭრილი იწვა.

ჯერ კიდევ დაუდგენელია სროლები იყო ორმხრივი თუ  ადგილი ჰქონდა მხოლოდ ცივსისხლიან სიკვდილით დასჯას. ადგილზე აღმოჩენილია პისტოლეტის 9მმ-იანი ტყვიები. სავარაუდოდ თავდამსხმელები ჩასაფრებულები იყვნენ  და არაერთხელ ისროლეს. სხვა დეტალებთან ერთად პოლიცია იკვლევს არის თუ არა დაკავშირებული ეს ხოცვა-ჟლეტა ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და გამოძალვასთან.

პოლიცია ასევე ეძებს ყალბი გერმანული სანომრენიშნიანი ავტომანქანის მფლობელს და შეტაკების შედეგად გარდაცვლილთა იდენტიფიცირებას ცდილობს.

ფაქტზე წინასწარი გამოძიება ატიკის უშიშროების სამმართველოში დაიწყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *