სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 57 წლის ამერიკის მოქალაქემ
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 57 წლის ამერიკის მოქალაქემ
სკიათოში 57 წლის ამერიკის მოქალაქემ, რომელიც 28 ივლისიდან კუნძულზე მარტო იმყოფება, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
Skiathoslife.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი მუშებმა ყოფილი სასტუმროს “ლალარია” ტერიტორიაზე დილის 06:30 საათზე იპოვეს.
ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
პოლიციის მიერ სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალიდან დგინდება, რომ 57 წლის ამერიკის მოქალაქე დილის 05:00 საათზე ყოფილი სასტუმროს შენობის მეორე სართულზე ავიდა და იქიდან გადმოხტა.
გარდაცვლილის ცხედარი ღამის 21:00 საათზე ვოლოში, ხოლო ვოლოდან ლარისაში გადაიტანეს სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად.
ამერიკის საელჩო ეძებს გარდაცვლილის ნათესავებს, რათა ყველა წესის დაცვით მოხდეს ცხედრის ამერიკაში გადასვენება.