Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

სიცხის ტალღა საბერძნეთის ტერიტორიაზე – 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარები და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი

სიცხის ტალღა საბერძნეთის ტერიტორიაზე – 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარები და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი

ხანგძლივი სიცხის ტალღის ფენომენი, რომელიც გუშინ დაიწყო, შაბათ-კვირამდე გასტანს. ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს და მხურვალე ყოველდღიურობას ძლიერი ცხელი ქარები კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდიან.

მსგავსი კლიმატური პირობები ხელსაყრელია ხანძრის კერების როგორც გასაჩენად ასევე გასაღვივებლადაც. სამოქალაქო დაცვის სამინისტრო განსაკუთრებით დიდი სიფრთხილისკენ მოუწოდებს იმ რეგიონების მოსახლეობას, სადაც ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ფიქსირდება:

  • ატიკა
  • პელოპონისო
  • ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვის უნძულები 
  • ცენტრალური საბერძნეთის ტერიტორია

დღეს დედაქალაქში უღრუბლო ამინდს უნდა ველოდოთ, მეტეოროლოგების განცხადებაზე დაყრდნობით ტემპერატურა 37 გრადუსს მიაღწევს, დაუბერავენ 4-6 ბოფორის სიმძლავრის ქარები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *