როდოსი: მოსწავლეებმა სკოლის ეზოში 15 წლის მოზარდი გააშიშვლეს და ვიდეო გადაიღეს.
როდოსი: მოსწავლეებმა სკოლის ეზოში 15 წლის მოზარდი გააშიშვლეს და ვიდეო გადაიღეს.
როდოსის ერთ ერთ სკოლაში, ამავე სკოლის მოსწავლეებმა, 15 წლის მოზარდი გააშიშვლეს და ვიდეო გადაიღეც. შემთხვევა სკოლის ბევრი მოსწავლის თვალწინ მოხდა.
მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები შეაშფოთა ბულინგის სერიოზულმა ინციდენტმა, რომელიც მოხდა გასულ ოთხშაბათს დილით, როდოსში, მე-10 EPAL-ის ეზოში შესვენების დროს, მსხვერპლი 15 წლის მოსწავლე იყო და დამნაშავე მისივე კლასელი, რომელმაც მას შარვალი და საცვლები ჩააძრო.
ინციდენტი ბევრი მოსწავლის თვალწინ მოხდა და როგორც მტკიცდება ერთ-ერთმა მათგანმა ყველაფერი მობილური ტელეფონით ვიდეოჩანაწერად დააფიქსირა, რომელიც შემდეგ მთელ სკოლაში გავრცელდა, როგორც 15 წლის მოზარდმა თანაკლასელებისგან შეიტყო.
მომხდარის შესახებ ბავშვის დედამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა რის შედეგადაც პოლიციის თანამშრომლებმა ორი 15 წლის მოზარდი დააკავეს, რომლებიც როდოსის პროკურატურაში გადაიყვანეს.
ორ არასრულწლოვანს სექსუალური ღირსების შეურაცხყოფისა და არასრულწლოვანთა შეურაცხყოფის ხელშეწყობის ბრალდება წაუყენეს და გაათავისუფლეს, ხოლო მათ მშობლებს არასრულწლოვნების დაუდევრად მეთვალყურეობაში ედებათ ბრალი.
ორი არასრულწლოვნის მობილური ტელეფონები ამოღებულია და მიმდინარეობს ექსპერტიზა, თუმცა მოსწავლე, რომელმაც ვიდეო გადაიღო და გაავრცელა, ამ დროისთვის უცნობია. ინციდენტთან დაკავშირებული გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.