Latest news
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული კუნძულ ტინოსზე  რით ამაყობენ საბერძნეთის, იტალიის და თურქეთის მოქალაქეები მამა ანტონიოსს სააპელაციო სასამართლომ ბავშვებზე ძალადობისთვის 9.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,... 20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

სოციალური ინტეგრაციის სამინისტრო შშმ ბავშვების დასახმარებლად ახალ ინიციატივას აყენებს

სოციალური ინტეგრაციის სამინისტრო შშმ ბავშვების დასახმარებლად ახალ ინიციატივას აყენებს

სოციალური ინტეგრაციისა და ოჯახის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების ოჯახებისთვის ახალი ტიპის ვაუჩერების გაცემას იწყებს.

აღნიშნული ვაუჩერები, რომელზეც 800 ევროს ოდენობის თანხაა დარიცხული, გაიცემა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ყოველთვიურად.

პროგრამა, რომელიც მდგრადი განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და რომლის ბიუჯეტიც 12 მილიონ ევროს შეადგენს, მინიმუმ 2500 ბავშვზეა გათვლილი და მათთვის დროული და სპეციალიზებული მზრუნველობის გაწევას ისახავს მიზნად.

პლატფორმაზე რეგისტრაცია შეუძლიათ მშობლებს:

  • რომლებსაც ჰყავთ 0-6 წლამდე ასაკის შშმ ან განვითარების დარღევის მქონე ბავშვები

ახალი პროგრამის თითოეული ვაუჩერი აფინანსებს ფსილოქოგიური კონსულტაციის სესიებს, მშობლებს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ კონსულტაცია პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ბავშვებისთვის სპეციალურ მკურნალობას, როგორიცაა მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და ფიზიკური თერაპია.

განცხადებების მიღება აღნიშნული ვაუჩერების მისაღებად დაიწყება ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისში. პლატფორმა ღია იქნება 15 დღის განმავლობაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *