Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სპატა: ახლაც შოკში ვარ, არ მქონდა არც დრო და არც შესაძლებლობა რეაგირებისთვის – აცხადებს მძღოლი, რომელიც 3 წლის ბიჭს შეეჯახა

სპატა: ახლაც შოკში ვარ, არ მქონდა არც დრო და არც შესაძლებლობა რეაგირებისთვის – აცხადებს მძღოლი, რომელიც 3 წლის ბიჭს შეეჯახა

ახლაც შოკურ მდგომარეობაში იმყოფება ავტომანქანის მძღოლი, რომელიც 3 წლის ბიჭუნას შეეჯახა სამშაბათს. შეგახსენებთ, რომ შეჯახების შედეგად ბიჭუნა ადგილზევე დაიღუპა.

58 წლის მძღოლი აცხადებს, რომ 3 წლის ბიჭი გზაზე უეცრად გადმოხტა და არ ჰქონდა არც დრო და არც შესაძლებლობა რეაგირებისთვის.

“ბუღალტერთან იყო დედასთან ერთად. ოფისიდან გამოსვლისას ხელიდან გაუსხლტა დედას და გზაზე გადმოხტა. 0-ს უტოლდებოდა იმის შესაძლებლობა რომ მანქანა ამერიდებინა. შემთხვევის ადგილზე კამერებიც არის. პოლიციას უკვე აქვს მასალა ამოღებული კამერებიდან და ნათლად ჩანს რაც მოხდა” – განაცხადა მძღოლმა.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მძღოლი გაჩერდა, ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სამწუხაროდ შეჯახების შედეგად ბიჭუნა იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“დიდი გზაა, მუნიციპალური გზა, თუმცა ძალიანაც რომ გინდოდეს მაღალი სიჩქარით ვერ გადაადგილდები ამ გზაზე. შეუძლებელია მაღალი სიჩქარით გადაადგილდე, რადგან იმ მონაკვეთში სადაც ეს საბედისწერო ავარია მოხდა მოსახვევია, რომელში შესასვლელადაც საჭიროა რომ დაბალი სიჩქარით წახვიდე. ბავშვი საავადმყოფოში გადავივანეთ, მაგრამ ვერაფრით შეძლეს ექიმებმა ჩვენი დახმარება. პოლიციელებიც და ბავშვის დედაც მეუბნებიან რომ ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ მიჭირს იმის გააზრება, რომ პატარა ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა ამ უბედურმა შემთხვევამ.” – აცხადებს მძღოლი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *