სროლა აგიო პანტელეიმონზე: გარდაცვლილია ქართველი მამაკაცი
შაბათს ღამით აგიო პანტელეიმონზე განგაში გაისმა. გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მამაკაცის მკვლელობის შესახებ.
კერძოდ, 74 წლის მამაკაცი აგიო პანტელეიმონზე, გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და სუფრასთან ერთად მხიარულობდნენ, რის შემდეგაც მოულოდნელად წავიდა და ისევ დაბრუნდა წყვილის სახლში, ამჯერად იარაღით, რათა ესროლა.
სროლის შედეგად 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულია, რომ მკვლელობა მათი სამი შვილის, 11-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების თვალწინ მოხდა.
„შაბათს ღამით, 02:30 საათზე გაისმა სროლები. აივანზე გოგონა გამოვიდა ყვირილი “მიშველეთ, მიშველეთ, მამაჩემი მოკლეს”. ალბათ დაბადების დღე ჰქონდათ სახლში “, – ამბობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 74 წლის მამაკაცმა ქართველს 9 კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლა და ის მომენტალურად გარდაიცვალა.