სრულიად საბერძნეთი გლოვობს 20 წლის ირინი კონდოღიორღუს, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა
სრულიად საბერძნეთი გლოვობს 20 წლის ირინი კონდოღიორღუს, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა
სტუდენტურ საცხოვრებელში ბრუნდებოდნენ ახალგაზრდები ავარიის საბერდისწერო ღამეს, რომელმაც 20 წლის ირინი კონდოღიორღუს სიცოცხლე იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნაქირავები ავტომანქანით 7 მგზავრი გადაადგილდებოდა, რაც კანონით გათვალისწინებულ მგზავრების რაოდენობაზე მეტია. შესაბამისად შეუძლებელი იყო ყველას კეთებოდა ღვედი და ემგზავრა უსაფრთხოდ. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ მგზავრთაგან ერთ-ერთი საბარგულში იჯდა.
უბედური შემთხვევა ამოხოსტოში მოხდა. მანქანის მძღოლი 20 წლის ახალგაზრდა იყო, ხოლო დანარჩენი მგზავრების ასაკი 20-დან 28 წლამდე მერყეობდა.
ავარიის შემდეგ ავტომანქანის მძღოლს ჩაუტარდა ალკოტესტი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. როგორც დადგინდა 20 წლის ბიჭს დიდი ოდენობით ჰქონდა მიღებული ალკოჰოლი. პოლიციამ მძღოლი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ განყოფილებაში გადაიყვანა.