Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

სტივ დუზოსი უკვე სამი კვირაა საავადმყოფოში მკურნალობს

სტივ დუზოსი უკვე სამი კვირაა საავადმყოფოში მკურნალობს

65 წლის მსახიობმა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ის უკვე სამი კვირაა მკურნალობს გულსა და ფილტვებზე შექმნილი პრობლემების გამო. სტივ დუზოს ყოველდღიურად უკეთებენ ექიმები ანალიზებს და იმედი აქვს, რომ კვირის ბოლოს შეძლებს საავადმყოფოდან გამოსვლას. 

როცა ინტერვიუს მსვლელობისას ღიორღოს ლიაგასმა მსახიობს კითხა თუ რატომ მკურნალობს, მან იუმორით უპასუხა “ვმკურნალობ იმიტომ რომ ცუდი ბიჭი ვარ” და გააგრძელა: “ჩვეული ანალიზების ჩასაბარებლად მივედი, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ყოველ ექვს თვეში ვაბარებ ხოლმე და აღმოვაჩინეთ, რომ რაღაც პრობლემები მაქვს ფილტვებსა და გულზე. მკურნალობა დაუყოვნებლივ დავიწყე, რადგან შედარებით რთული იყო ჩემი ჯანმრთელიბის მდგომარეობა. ყოველდღიურად ვიკეთებ სხვადასხვა ანალიზებს და იმედი მაქვს, რომ კვირის ბოლოს გამწერენ საავადმყოფოდან”.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზებს მსახიობა განაცხადა: “ცოტ-ცოტა წვლილი ყველაფერს მიუძღვის. სამოცდაათიანები, ოთხმოცდაათიანები, მძიმე წონა, მენტალიტეტი.. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.. ახალი ცხოვრების სტილს ამ ასაკში ვეღარ შევიძენ.. მეუბნებიან მოწევას შეეშვიო.. მარტივი არაა მოწევას თავი დაანებო.. როგორც შემიძლია ისე ვუფრთხილდები ჯანმრთელობას”.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *