Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთი

სტიქიის შედეგად წყლის დაბინძურების საშიშროება- რას უნდა ერიდოს მოსახლეობა

დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ლარისა კვლავ წყალში ჩაფლული რჩება, ხოლო მეშვიდე დღეა წყალი არ მიეწოდება ვოლოსს.

ამავდროულად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკი კვლავ მაღალია, რადგან არსებობს ინფექციური დაავადებების გავრცელების გაზრდილი საშიშროება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს დასალევად მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი გამოიყენონ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეგიონში ინფექციური დაავადებების გაჩენის ორი ძირითადი წყარო არსებობს: დაბინძურებული წყლის მიღება,  და ნებისმიერი კონტაქტი მკვდარ ცხოველებთან.

მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ წყალი პოტენციურად დაბინძურებულია, რადგან გადატანილი მასალების გარდა, ის შეიცავს მკვდარი ცხოველების ნაშთებს, ამიტომ მოქალაქეები უნდა ერიდონ დაბინძურებულ წყალთან კონტაქტს  ზღვიდანაც კი, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი ზღვაში ჩაედინება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ სანიტარული ეპიდემიოლოგიის სამსახურის მიერ ხდება ყველანაირი შემოწმება აღნიშნული მიმართულებით. ხდება წყლის სინჯების აღება და შესაბამისი შემოწმება ვარგისიანობაზე თითოეულ რეგიონში, ხოლო იმ რაიონებში, სადაც წყალმომარაგება უკვე აღდგა, ამ ეტაპზე რეკომენდირებულია ონკანის წყლის გამოყენება მხოლოდ სამუშაოების შესასრულებლად, დასალევად კი ისევე მხოლოდ ჩამოსხმული წყლის მოხმარებაა მიზანშეწონილი.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *