სულთმოფენობა
სულთმოფენობა
ეს დღე არის ეკლესიის დაბადების დღე, სწორედ ამ დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა და დაარსდა ქრისტეს ეკლესია.
სულმოფენობამ შეცვალა კაცობრიობა. საოცარია, მაშინ როდესაც მოციქულები შიშით იმალებოდნენ, ჯვარზეც კი მხოლოდ ერთი მოციქული იყო, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები აივსნენ მადლით, გახდნენ უშიშარნი და მსოფლიო მოინადირეს.
ამაღლების შემდეგ იესოს მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის, სულიწმინდის მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.
ამ დღეს ტაძარს ყვავილებით, მწვანე მინდვრის მასით რთავენ, წირვის შემდეგ იკურთხება ეს ყვავილები. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიცია ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს, კარვობის დღესასწაულზე ისრაელიანები თავიანთ სახლებს ყვავილებითა და ბალახით რთავდნენ. ეს ბალახები, ყვავილები ერთი კვირის შემდეგ მიაქვთ სახლში და წელიწადის განმავლობაში იყენებენ როგორც სიწმინდეს, ხარშავენ და სვავენ…
” ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც… ამინ ”