სუფთა ორშაბათი: საბერძნეთის მოსახლეობას 3 დღიანი უქმეების გატარება ზამთრის სუსხის ფონზე მოუწევს
სუფთა ორშაბათი: საბერძნეთის მოსახლეობას 3 დღიანი უქმეების გატარება ზამთრის სუსხის ფონზე მოუწევს
25 თებერვლიდან სუსხიანი ზამთრის ამინდების შემდეგ ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს, თუმცა ბარომეტრის მაჩვენებლის ცვლილებასთან ერთად ატმოსფეროში ნალექის მაჩვენებელიც მატულობს.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მეტეოროლოგის ნიკოლეტა ზიაკოპულუს მიერ გაკეთებული ამინდის პროგნოზის თანახმად მომდევნო დღეიდან წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. თუმცა ძლიერ წვიმებს მხოლოდ საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში, ეგეოსის კუნძულებსა და კუნძულ კრეტაზე უნდა ველოდოთ.
მეტეოროლოგი გიორგოს ცატრაფილიას განცხადების თანახმად ტემპერატურა 17-18 გრადუსამდეც კი მოიმატებს.
რაც შეეხება სამ დღიან უქმეებს, ტელემაუწყებელ Alpha-ზე სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ზამთრის სუსხი შაბათიდან ისევ დაიწყებს ატმოსფეროში შემოდინებას და სრულიად შესაძლებელია მოთოვოს კიდეც.