სხეულის დაზიანებები, რომელიც ტურისტმა კუნძულ კრეტაზე ცემისგან მიიღო, სიცოცხლისთვის სახიფათოა – აცხადებს ექიმი
სხეულის დაზიანებები, რომელიც ტურისტმა კუნძულ კრეტაზე ცემისგან მიიღო, სიცოცხლისთვის სახიფათოა – აცხადებს ექიმი
ირაკლიოს ცენტრში ბერძენ-კანადელზე თავდასხმამ, რომელიც 1 კვირის წინ განხორციელდა, ადგილობრივი მოსახლეობა შეძრა.
ტრავმები, რომლებიც დაზარალებულს თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული სიცოცხლისთვის უდიდეს საფრთხე სწარმოადგენდნენ, თუმცა ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა სასწაულებრივად შეძლეს.
დაზარალებულის თავზე მიყენებული ჭრილობები ხაზს უსვამენ თავდამსხმელების სისასტიკეს. აღენიშნება ყბისა და სახის არეში მრავალგზის მოტეხილობები და არსებობს იმის რისკიც, რომ დაშავებულს მუდმივი დაზიანებები დარჩეს სახეზე.
პოლიცია ამ დრომდე მუშაობს თავდამსხმელების ადგილმდებარეობის დასადგენად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მთიან რეგიონში იმალებიან და შუამავლების დახმარებით ცდილობენ მოლაპარაკებას მიაღწიონ დაშავებულის ოჯახის წევრებთან, რათა არ მოხდეს მათი სამართლებრივი დევნა. თუმცა დაშავებულის ოჯახის წევრებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი საჩივარი შეიტანონ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.