ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობის ფარგლებში ათენის ცენტრი გადაიკეტება
ტაქსის მძღოლების საპროტესტო მსვლელობის ფარგლებში ათენის ცენტრი გადაიკეტება
უკვე მეორე დღეა რაც ტაქსის მძღოლები გაფიცულები არიან.
გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ჩაატარებენ საპროტესტო მსვლელობას, რომლის გამოც გადაიკეტება ათინონის გამზირი, კარაისკაკის მოედანი, კაროლუ, მარნი, პატისიონი, ალექსანდრას გამზირი, ზახაროფი, მიხალაკოპოულუ და მესოღიონის გამზირი.
შეგახსენებთ, რომ გაფიცვის გადაწყვეტილება ატიკის ტაქსის მძღოლთა პროფკავშირების პრეზიდენტმა, თიმიოს ლუბეროპულოსმა, რადიო გადაცემა “პარაპოლიტიკა 90,1”-ის ეთერში გამოაცხადა. ეს იქნება გამაფრთხილებელი გაფიცვა, რომლის შემდეგაც გაიმართება პროფკავშირების საბჭოს შეხვედრა პროტესტის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.
“თუ საბერძნეთის ხელისუფლება მინისტრთა ერთობლივ გადაწვეტილებას არ გააუქმებს გაფიცვას მიეცემა მუდმივი ხასიათი, რადგან მინისტრთა ერთობლივი გადაწყვეტილების ფონზე ამ პროფესიის არსებობას აზრი არ აქვს.” – განაცხადა თიმიოს ლუბეროპულოსმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტთა საერთო გადაწყვეტილებით van-ის ტიპის ავტომანქანებს, შეეძლებათ სატრანსპორტო საშუალების ფუნქციის ოფიციალურად შესრულება, რაც შეამცირებს ტაქსიზე მოთხოვნას.
