ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ
ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ
2 დღის წინ დაწყებული ტაქსის მძღოლების გაფიცვა, რომელიც 48 საათს უნდა გაგრძელებულიყო გახანგრძლივდა, შესაბამისად დედაქალაქი დღესაც ტაქსის გარეშე დარჩა.
15 იანვარი გაფიცვის მესამე დღეა.
ამჯერად ტაქსისმძღოლები ფეხით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან. პარლამენტის შენობასთან მისვლის მთავარი მიზანი პოლიტიკური პარტიებისთვის მათი მოთხოვნების გადაცემაა.
ტაქსის მძღოლები ელექტრომობილობის სავალდებულო დანერგვაზე რეაგირებენ და რეგულაციის დაუყოვნებლივ გაუქმებას, ასევე მისი დანერგვის რეალისტურ გარდამავალ ეტაპს ითხოვენ.
Facebook Comments Box
