ტელეფონში ასაკის მიხედვით ინახავდა მოსწავლეების შიშველ ფოტოსურათებს
ტელეფონში ასაკის მიხედვით ინახავდა მოსწავლეების შიშველ ფოტოსურათებს
ვრცელდება ალიმოში მდებარე სკოლის მასწავლებლის საქმის ახალი დეტალები, რომელსაც ბრალი 14 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ედება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის ტელეფონში აღმოჩნდა არასრულწლოვანი გოგონების შიშველი ფოტოსურათები, რომლებიც მასწავლებელს დახარისხებული ჰქონდა ასაკის მიხედვით.
გრძელდება გამოძიება, რათა დადგინდეს არის თუ არა რომელიმე გოგონა, რომლის ფოტოსურათებიც ნაპოვნია მასწავლებლის ტელეფონში, დაკავებულის მოსწავლე.
სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ უფლებამოსილების მოსაპოვებლად, რომ გამოაქვეყნონ დაკავებული მასწავლებლის პირადი მონაცემები, რათა გამოჩნდნენ მისი სხვა მსხვერპლებიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
Facebook Comments Box