ტემბში მომხდარი ტრაგედიის გასაპროტესტებლად გაფიცვა იგეგმება
ტემბში მომხდარი ტრაგედიის გასაპროტესტებლად გაფიცვა იგეგმება
პარასკევს, 28 თებერვალს გაიფიცება სრულიად საბერძნეთი ტემბში 2 წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. გაფიცვის თარიღი საბერძნეთის კერძო მუშაკთა გენერალური კავშირისა და საჯარო მოხელეთა გაერთიანების საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია:
- საბოლოოდ ამოქმედდეს კანონის უზენაესობა
- აღმოიფხვრას დამნაშავეებზე ხელის დაფარების ყველანაირი მცდელობა
- დაისაჯოს ტრაგედიაზე პასუხისმგებელი ყველა პირი, განურჩევლად მათი თანამდებობისა
გაფიცვას შეუერთდება საბერძნეთის საზღვაო ფედერაცია, შესაბამისად პარასკევს გემები არ შეასრულებენ დაგეგმილ მარშრუტებს, ტაქსის მძღოლები შეწყვეტენ მუშაობას დილის 10:00 საათიდან შუადღის 13:00 საათამდე. გაფიცვას ასევე შეუერთდება საბერძნეთის საავიაციო სამსახური და შესრულდება მხოლოდ კონკრეტული ფრენები.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გაფიცვასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალურად განცხადება არ გაკეთებულა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაფიცვაში მონაწილეობას მიიღებს სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კავშირიც.
დაიკეტება თეატრები და ღამის კლუბებიც.