ტემპერატურა უქმეებზე 29 გრადუსს მიაღწევს
ტემპერატურა უქმეებზე 29 გრადუსს მიაღწევს
მოწმენდილი ცითა და მზიანი ამინდით დაიწყება შაბათ-კვირა საბერძნეთში. როგორც იქნა თბილმა საზაფხულო ამინდებმა საბერძნეთის ატმოსფეროშიც შემოაბიჯა და მიუხედავად იმისა, რომ კვირას, 4 მაისს შუადღისთვის ცას ღრუბელი გადაეფარება, თბილი ამინდი მაინც შენარჩუნდება.
შაბათი დღე სრულიად ქვეყნის მასშტაბით უნალექოდ ჩაივლის, თუმცა კვირას მოსალოდნელია წვიმა ქვეყნის ჩრდილოეთ მთიან ნაწილებში.
დაუბერავენ 3-5 ბოფორი სიმძლავრის ქარები.
ტემპერატურა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში მოიმატებს და იონიის ზღვის კუნძულებზე 29 გრადუსსაც კი მიაღწევს.
დედაქალაქში საგრძნობლად დათბება, დაუბერავენ 3-4 ბოფორი სიმძლავრის ქარები და ტემპერატურა 14-დან 28 გრადუსამდე იმერყევებს.
Facebook Comments Box
