ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს
ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს
სინოპტიკოს საკის არნაუტოღლუს მიერ მის ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებული ცხრილის თანახმად ტემპერატურა საბერძნეთის ტერიტორიაზე თანდათან და საგრძნობლად მოიმატებს.
ტემპერატურის მატებას 30 მაისიდან უნდა ველოდოთ.
გამოქვეყნებული ცხრილის თანახმად ყველაზე ცხელი დღე იქნება ორშაბათი, 3 ივნისი. საკის არნაუტოღლუ აღნიშავს, რომ ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს და “თუ იმყოფებით საბერძნეთის სახმელეთო ტერიტორიის დასავლეთ ან სამხრეთ ნაწილში, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ 38 და 39 გრადუსიც კი იქნება დღის განმავლობაში მოსალოდნელი.”
Facebook Comments Box