ტემპში მატარებლის შეჯახების შედეგად დაშავებული 25წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურად გაუმჯობესდა
გავცელებული ინფორმაციით, შეჯახების დროს დაშავებულმა, მრავლობითი დამწვრობის მქონე გოგონამ უკვე შეძლო გარემოსთან კონტაქტის აღდგენა და დღის უმეტეს ნაწილს დამოუკიდებლად, ვენტილაციის გარეშე სუნთაქვს.
როგორც გოგონას მამა მის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, ის არ ყოფილა კომაში. ის იყო და რჩება ინტუბირებული, მსუბუქი სედაციის ქვეშ.
ექიმების განმარტებით, დაშავებული გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იძლევა შემდგომში ოპტიმიზმის საფუძველს.

Facebook Comments Box
