ტიტანიკის წყევლა: დაიკარგა ხუთი ტურისტი, რომლებმაც წარმოუდგენელი თანხა გადაიხადეს გემის ნამსხვრევების სანახავად
კომერციული OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავი, რომელიც ტურისტებისთვის წყალქვეშ, ყველასათვის ცნობილი ჩაძირული გემის, ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად იყო განკუთვნილი გაუჩინარდა, იტყობინება BBC, რის გამოც ატლანტის ოკეანეში სამძებრო-სამაშველო მისია დაიწყო. წყალქვეშა ბორტზე სულ მცირე, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.
პირველი ინფორმაციით, თითოეულმა ტურისტმა კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან დაახლოებით 600 კილომეტრის მანძილი გაიარა და 125 000 დოლარი გადაიხადა, რათა წყალქვეშ 4000 მეტრის სიღრმეზე ჩასულიყო და ენახათ ცნობილი გემი.
როგორც BBC იუწყება, ტიტანიკის ახლოდან ნახვის მსურველებისთვის წყალქვეშ მოგზაურობის ღირებულება 250 000 დოლარია.
კომპანია ამ წლის დასაწყისიდან უკვე მეხუთე “მისიას” ახორციელებდა ტიტანიკზე, ნათქვამია მის ვებსაიტზე.
ეს მისია გასულ კვირას უნდა დაიწყებულიყო და ხუთშაბათს დასრულებულიყო.
არ არის დაზუსტებული რამდენი ადამიანი იმყოფებოდა წყალქვეშა ბორტზე.
OceanGate Expeditions-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია ყველა ღონეს იხმარს ეკიპაჟის ნაპირზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.