ტრაგედია კალამატაში: 43 წლის ქალი მეოთხე სართულის აივნიდან გადავარდა
ტრაგედია დღეს დილით კალამატაში მოხდა. ჰეროდოტუს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე საკუთარი ბინის აივნიდან, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზით, 43 წლის ქალი გადავარდა და დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, 43 წლის დედამ ორი არასრულწლოვანი შვილი დილით სკოლაში წაიყვანა, უკან დაბრუნებული კი სულ ცოტა ხნის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა დადგინდა, რომ მისი გარდაცვალება მყისიერად მოხდა.
პოლიცია ყველა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს, რათა დადგინდეს რა გახდა გარდაცვლილი ქალის აივნიდან გადავარდნის კონკრეტული მიზეზი.
Facebook Comments Box