ტრაგედია სანტორინზე: ახალგაზრდა ქალი დედის თვალწინ დაიღუპა სამი მანქანის მძიმე შეჯახების შედეგად
ხუთშაბათს საღამოს კუნძულ სანტორინზე მორიგი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
კარმანიოლას მონაკვეთზე, კარტერადოსის რაიონში, სამი ავტომობილი ძლიერად შეეჯახა ერთმანეთს.
როგორც მედია იუწყება, ავტომობილების შეჯახებისას ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც ერთ-ერთ მანქანაში დედის გვერდით იჯდა. მძიმედ დაშავდა დედა, რომელიც ავტომობილს მართავდა და ასევე დანარჩენი ორი მანქანის მძღოლი, რომლებიც თირას საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ძირითადი საგზაო მონაკვეთი დაახლოებით 2,5 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო რათა მომხდარიყო მძიმედ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ტერიტორიიდან გაყვანა და საგზაო ქსელის დიდ ნაწილზე დაღვრილი საწვავის დაფარვა.
შსს იკვლევს იმ გარემოებებს, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე წარსულში არაერთი ავარია მოხდა.
