ტრაგიკული და სასაცილოა ხალხის საქციელი, რომლებმაც ჩემს თვეების შვილს მსუქანი უწოდეს – აცხადებს კატერინა სტიკუდი
ტრაგიკული და სასაცილოა ხალხის საქციელი, რომლებმაც ჩემს თვეების შვილს მსუქანი უწოდეს – აცხადებს კატერინა სტიკუდი
კატერინა სტიკუდიმ სატელევიზიო გადაცემა «Happy Day»-ში კვირას ღამით მისი შვილის ნათლობაზე ისაუბრა, რომელიც ნათესავებისა და ოჯახის წევრების ვიწრო წრეში გადაიხადეს.
“ძალიან ლამაზი ნათლობა გამოვიდა, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. მხოლოდ ჩვენი ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრნენ ნათლობას. ნიკოლასი ძალიან კარგად მოიქცა, არც კი წამოუტირია.”
კატერინამ იქვე დასძინა: “არ შეიძლება განვიკითხოთ ჩვილი ბავშვები, ზოგადად არავინ უნდა განვიკითხოთ. ყველა ისე უნდა გამოიყურებოდეს და იქცეოდეს, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. ჩვენ კი თავი უნდა შევიკავოთ ამ ადამიანების გაკრიტიკებისგან და მოვეშვათ იმის მოთხოვნას, რომ ადამიანები ჩვენს მიერ დაწესებულ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდნენ. არ მწყენია რაც ჩემს შვილზე თქვეს, პირიქით, სასაცილოდ მომეჩვენა. სასაცილოა ჩვილი ბავშვი განვიკითხოთ მისი წონის გამო და ვთქვათ რომ მსუქანია.”