ტრაგიკული შემთხვევა ახაიაში – 3 წლის ბიჭი სახლის შემომსაზღვრელი კედლიდან გადმოვარდა
ტრაგიკული შემთხვევა ახაიაში – 3 წლის ბიჭი სახლის შემომსაზღვრელი კედლიდან გადმოვარდა
ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა სამშაბათს, 11 ნოემბერს ახაიაში, როდესაც 3 წლის ბიჭი მის 25 წლის ნათესავთან ერთად 2 მეტრის სიმაღლის კედელზე აძვრა და გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო კედლიდან მოულოდნელად გადმოვარდა.
უბედური შემთხვევა სპატაში, წმინდა ნიკოლოზის რეგიონში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 25 წლის ბიჭს 3 წლის ბიჭუნა ხელში ჰყავდა აყვანილი და ისე დადიოდა კედელზე, როცა ფეხი დაუცურდა და კედლიდან გადავარდა.
ბავშვი კარამანდანიოს საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს, ექიმები მის გადარჩენას 40 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა სამწუხაროდ ბიჭუნას სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
დაშავებულია ასევე 25 წლის ბიჭიც, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.
პროკურორმა პაციენტის დაკავების განკარგულება გასცა, რადგან მის წინააღმდეგ ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით აღიძრა საქმე.
უბედური შემთხვევის დროს 3 წლის ბიჭუნას მშობლები სახლთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე იმყოფებოდნენ მიწის დასამუშავებლად და ბავშვი 25 წლის ნათესავის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ დატოვებული.
