Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
საბერძნეთი

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა ახარნონზე: მოტივი სავარაუდოდ რომანტიული ურთიერთობაა

ორშაბათს ახარნონზე, ფილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში სასტიკად მოკლული 46 წლის ტრანსგენდერი ქალის სხეული აღმოაჩინეს, წარმოშობით კუბადან.

ანა ივანკოვა მის მიერ ნაქირავები ბინის პირველ სართულზე გარდაცვლილი იპოვა ბინის მესაკუთრემ, რომელიც გარდაცვლილს ქირის ანაზღაურებისთვის მობილურზე ურეკავდა, მაგრამ ის არ პასუხობდა.

იმის გამო, რომ 46 წლის ანა ყოველთვის პუნქტუალური იყო ქირის გადახდის დროს, ბინის მეპატრონე შეშფოთდა და ადგილზე მისული, რადგან კარი არავინ გაუღო, ბინაში საკუთარი გასაღებით შევიდა.

მან 46 წლის ტრანსგენდერი ნახევრად შიშველი, სისხლის გუბეში მწოლიარე, მისაღებში იპოვა და პოლიცია გამოიძახა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა სისხლით დასვრილი მაკრატელი და სხვა ბასრი საგნები, რომლებიც სავარაუდოდ 46 წლის უცხოელის მკვლელმა გამოიყენა.

მსხვერპლს კისრის არეში ორი ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა. პოლიციის ცნობით, მკვლელმა მას 10-ჯერ დაარტყა ბასრი საგნით კისრის არეში, თავზე და მკერდზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მკვლელობის იარაღი იყო არა დანა, არამედ სხვა ბასრი ნივთი, შესაძლოა მაკრატელი ან საჭრელი.

გარდაცვლილს ზურგის არეში იმავე ბასრი საგნის დარტყმის შედეგად მიღებული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც ადასტურებს, რომ მსხვერპლი შეებრძოლა თავის მკვლელს და ის განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული.

გამოძიებას მკვლელობის დეპარტამენტი აწარმოებს, რომელიც მკვლელობის მოტივების გარკვევასა და დამნაშავის იდენტიფიცირებას ცდილობს.

მკვლელობის მთავარი მოტივი, რომელიც ამჟამად იკვეთება, რომანტიული ხასიათისაა და დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

გარდაცვლილი მოცეკვავედ მუშაობდა ცნობილ ბარ “Koukles Club Athens “-ში, თუმცა ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის სტუდიაშიც მუშაობდა. მიუხედავად ამისა გამოძიება ამ ეტაპზე მკვლელობის ყველა სხვა შესაძლო მოტივს ღიად ტოვებს.

ატიკის უშიშროების დეპარტამენტი გამოძიების პროცესში ყურადღებას ამახვილებს ძირითადად აზიური წარმოშობის პირებზე, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ 46 წლის ტრანსგენდერ ქალს მის საცხოვრებელ ბინაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ უკვე მოაგროვა ვიზუალური მასალა ტერიტორიის უსაფრთხოების კამერებიდან და ასევე ჩვენებები, რომლებიც სავარაუდოდ შუქს მოჰფენს აღნიშნულ საქმეს.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *