ტრიკალა: ავტომანქანა შშმ პირს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა
ტრიკალა: ავტომანქანა შშმ პირს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა
ხუთშაბათს შუადღეს ტრიკალაში, ელევთერიას ქუჩის წრიულ მონაკვეთზე ავტომანქანა შეეჯახა პირს, რომელიც გზის გადაკვეთას ინვალიდის ეტლით ცდილობდა.
trikalavoice.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინვალიდის ეტლი ამოყირავდა და შშმ პირი დაშავდა, თუმცა ავტომანქანა დაშავებულის დასახმარებლად არ გაჩერებულა. მძღოლმა შეჯახების შემდეგ სიჩქარეს უმატა და ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულის დასახმარებლად გამვლელებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლის ვინაობა საგზაო პოლიციამ მალევე დაადგინა და ის უკვე დროებითი დაკავების საკანშია გადაყვანილი.
Facebook Comments Box
