ტრიკალა: ქალაქის ტავერნაში 26 წლის ბიჭი მოულოდნელად დაიღუპა
ტრიკალა: ქალაქის ტავერნაში 26 წლის ბიჭი მოულოდნელად დაიღუპა
trikalavoice.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 26 წლის ღიორღო ქალაქის ერთ-ერთ ტავერნაში მემწვადედ მუშაობდა. ახალგაზრდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოულოდნელად გარდაიცვალა.
ახალაზრდას მეგობრები და თანამშრომლები მეგობრის მოულოდნელი დაკარგვით გამოწვეულ მწუხარებას სოც.მედიაში პოსტებით გამოხატავენ და აცხადებენ, რომ მათ სამეგობრო და პროფესიულ წრეს ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი გამოაკლდა.
ტრაგიკულ ღამეს 26 წლის ღიორღომ თავი შეუძლოდ იგრძნო და მალევე გონება დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დროულად აღმოუჩინა ახალგაზრდას პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი გადაყვანაც დროულად მოხდა საავადმყოფოში, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რათა დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი.