ტრიკალა: ცოლ-შვილს სახლში კეტავდა, როცა სამსახურში მიდიოდა
ტრიკალა: ცოლ-შვილს სახლში კეტავდა, როცა სამსახურში მიდიოდა
ტრიკალაში, კერძოდ იხალიაში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ოჯახიდან გამუდმებული ხმაურისა და ჩხუბის ხმმით შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიციას მიმართეს.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს გამოძიება განყოფილებაში შესულ საჩივარზე დაყრდნობით და გამოძიების შედეგებმა არამხოლოდ პოლიციელები, არამედ ოჯახის მეზობლებიც კი შოკირებული დატოვა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 52 წლის ალბანეთის მოქალაქე კარ-ფანჯრებს ყოველი სახლიდან გასვლისას კეტავდა, რათა მისი 45 წლის მეუღლეს და შვილებს მისი ნებართვის გარეშე სახლი არ დაეტოვებინათ.
პოლიციამ წყვილი პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანა, სადაც ბრალდებულის მეუღლემ განაცხადა, რომ მეუღლე მათ სახლში იმიტომ კეტავდა, რომ ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და იქვე დასძინა, რომ ქმარს მასზე არასდროს უძალადია.