ტრიკალა: 85 წლის ქალმა საკუთარი თავის დაწვა სცადა
ტრიკალა: 85 წლის ქალმა საკუთარი თავის დაწვა სცადა
პარასკევს დილით, ტრიკალაში, მოხუცებულმა ქალმა საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა, რადგან სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სურდა.
trikalaopinion.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოხუცებული დილის 10:20 საათზე სახლის ეზოში გამოვიდა, ზედ აალებადი ნივთიერება გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა.
ცეცხლმოკიდებული მოხუცებული მისმა მეზობლებმა შენიშნეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
85 წლის ქალს სხეულზე მძიმე დამწვრობები აღენიშნება და მკურნალობას გადის ტრიკალას სახელმწიდო საავადმყოფოში.
Facebook Comments Box