Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტროსი გაწყდა და ლიფტი ადგილიდან მოწყდა – რას ამბობენ თვითმხილველები წითელი ჯვრის საავადმყოფოში ჩავარდნილი ლიფტის ინციდენტთან დაკავშირებით

ტროსი გაწყდა და ლიფტი ადგილიდან მოწყდა – რას ამბობენ თვითმხილველები წითელი ჯვრის საავადმყოფოში ჩავარდნილი ლიფტის ინციდენტთან დაკავშირებით

ხუთშაბათს შუადღეს წითელი ჯვრის საავადმყოფოში ლიფტი მწყობრიდან გამოვიდა და ჩავარდა. უეცარი ვარდნის შედეგად ლიფტში მყოფი ოთხივე ადამიანი დაშავდა.

საბედნიეროდ ოთხივეს მსუბუქი დაზიანებები აღენიშებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“ყველა კანონით გათვალისწინებული ნაბიჯი განხორციელდება იმისთვის, რომ დადგინდეს რა იყო ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიოს თემისტოკლეუსმა.

“ტროსი გაწყდა და ლიფტი ადგილიდან მოწყდა. სირბილით გავემართეთ რომ დაშავებულები გადაგვერჩინა. ახლა საავადმყოფოდან რომ გამოვდიოდი ვკითხე ექიმეს დაშავებულების მდგომარეობის შესახებ და მითხრა, რომ ყველანი კარგად არიან. ლიფტი მეორე თუ მესამე სართულზე იმყოფებოდა როცა ტროსი გაწყდა. დაშავებულებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მოქმედებები დაუყოვნებლივ დაიწყო. აშკარად პრობლემა ჰქონდა ლიფტს და ამიტომ გამოვიდა მწყობრიდან.” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *