ტურისტს სახალისო ნახტომი შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს
ტურისტს სახალისო ნახტომი შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ შუადღეს 25 წლის ტურისტმა ფინლანდიიდან კლდიდან გადახტომა სცადა, რათა ზღვაში სიმაღლიდან ჩაეყვინთა. ივარაუდება, რომ ახალგაზრდას კლდიდან გადახტომის მცდელობისას ფეხი დაუცურდა და ჯერ კლდის ნაწილს დაასკდა თავით, ხოლო შემდეგ წყალში გადავარდა.
ინციდენტის თვითმხილველებმა დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ადგილზე მივიდა სანაპირო დაცვაც.
როგორც კი 25 წლის ბიჭი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მაშინვე მოხდა მისი ირაკლიოს საავადმყოფოში გადაყვანა. ექიმების განცხადებით ტურისტს მრავალგზის დაზიანებები აქვს. ყველაზე სახიფათო კი თავის დაზიანებებია.
25 წლის ბიჭს ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმები აცხადებენ რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
Facebook Comments Box