უამინდობამ კუნძული როდოსზე გადაადგილების დიდი შეფერხება გამოიწვია
უამინდობამ კუნძული როდოსზე გადაადგილების დიდი შეფერხება გამოიწვია
ძლიერმა წვიმამ გადაადგილების ხანგრძლივი შეფერხება გამოიწვია კუნძულ როდოსზე. საცობებია ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე. გადაადგილების შეფერხების მთავარი გამომწვევი მიზეზი ქუჩებში წყლის დაგროვებაა.
კუნძულის ზოგიერთ უბანში საჭირო გახდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება გზაზე გაჭედილი მძღოლების დასახმარებლად.
ქუჩებში საცობების გამომწვევი მიზეზი მხოლოდ დიდი რაოდენობით წყლის ნაკადი არ არის, ქარიშხალმა გზებზე წააქცია ხეებიც, რამაც ზედა ილიუპოლიდან როდუ-ლინდუსკენ მიმავალი გზის, ისევე როგორც ასღურუ, აღიონ აპოსტოლონ და ირაკლიდონის გამზირის დიდი დატვირთვა გამოიწვია.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას თავი შეიკავონ არასაჭირო გადაადგილებისგან.
Facebook Comments Box