უამინდობის ფენომენის კიდევ ერთი ტალღა – შაბათს დილით ათენშიც მოთოვს
უამინდობის ფენომენის კიდევ ერთი ტალღა – შაბათს დილით ათენშიც მოთოვს
საგანგებო ამინდის პროგნოზი გამოქვეყნდა საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ, რომლის მიხედვითაც უამინდობის ფენომენი წვიმებით, ძლიერი ქარებითა და თოვლიანი ამინდით საბერძეთის ბევრ რეგიონს დაარტყამს.
პარასკევს, 27 დეკემბერს გასულ დღეებთან შედარებით ამინდი გაუმჯობესდება, თუმცა უღრუბლო ცა საბერძნეთის ტერიტორიაზე დიდხანს არ შენარჩუნდება. შაბათს დილიდან უამინდობის ფენომენი აღმოსავლეთ საბერძნეთში გამოვლინდება. თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი მთიან რეგიონებში და დედაქალაქშიც კი. დაუბერავენ 8-9 ბოფორი სიმძლავრის ქარები.
ტემპერატურა საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში 10 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთით და კუნძულ კრეტაზე 15 გრადუსს არ გადააჭარბებს.
Facebook Comments Box